რიჩარდ ნორლანდი: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან შეხვედრისას განაცხადა. ნორლანდმა შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და დასძინა, რომ მომავალ კვირას საქართველოს ეროვნული ომის კოლეჯის სტუდენტები ესტუმრებიან, რათა გაეცნონ ქვეყანას და კავკასიის რეგიონში საქართველოს მნიშვნელობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამემართა კონსულტაციები თავდაცვის მინისტრ ჯანელიძესთან. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შეკავების პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა. განვიხილეთ და გავეცანით თავდაცვის რეფორმის სიახლეებს, ვისაუბრეთ რეფორმების განხორციელების პროცესში ჩვენს როლზე, სწავლებების დაგეგმვასა და თანამშრომლობის სამომავლო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას ეროვნული ომის კოლეჯის სტუდენტები ესტუმრებიან. ესენი არიან მაღალი რანგის ოფიცრები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ახლოს გაეცნონ საქართველო და მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების, სტრატეგიისა და რეგიონში საქართელოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები