შსს-ს წარმომადგენლები იტალიის რესპუბლიკის ინტერპოლის მეკავშირე ოფიცერს შეხვდნენ

  შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად იტალიის რესპუბლიკის ინტერპოლის მეკავშირე ოფიცერს ლორენზო ლებინის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს, განიხილეს როგორც ოპერატიული, ისე არაოპერატიული თანამშრომლობის ფორმები და სამომავლო გეგმები. იტალიის რესპუბლიკის ინტერპოლის მეკავშირე ოფიცერი ინტერპოლის სამეკავშირეო ოფისში, ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში არის ბაზირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები