“ევროკომისრისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინე“

  ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი გრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შტეფან ფულეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისრისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინა.
“ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი გრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე და აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე თვეში საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად იქნება. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები