გუგული მაღრაძემ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება შეიტანა. საჩივარში აღნიშნულია, რომ „კურიერის“ პროდიუსერმა, ასევე ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუგული მაღრაძის მიმართ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებები.
„რუსთავი 2“-ის 2015 წლის 7 თებერვლის 21- საათიან გადაცემაში კურიერის პროდიუსერმა და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავისი გამონათქვამებით გუგული მაღრაძის მიმართ, – იმის ნაცვლად, რომ პატივი ეცათ საზოგადოების უფლებისათვის, მიაწოდონ მას სიმართლე და არგუმენტირებულად დაარწმუნონ მაყურებელი საკუთარი პოზიციის სიმართლეში, – გამოავლინეს საზოგადოებისა და სიმართლისადმი სრული უპატივცემულობა, არგუმენტაციისა და დასაბუთების ნაცვლად შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა გუგული მაღრაძის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კომერციული და კომპანიის ინტერესის გამო, რაც წარმოადგენს ქარტიის პირველი, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევას. საჩივარი ჩაბარდა ყველა წესების დაცვით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“, -აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ფეისბუქში გუგული მაღრაძის პირად გვერდზე განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები