შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიის TATA POWER-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ, Clean Energy Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბარდ მიკელსენმა, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანზეგმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების განყოფილების დირექტორმა ნანდიტა პარშადმა, IFC -ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ევროპის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაიკლ ბაროუმ შუახევიჰესზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერეს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შუახევიჰესი’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი. შუახევიჰესის პროექტი საქართველოში პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საერთაშორისო დაფინანსებით. შუახევიჰესის მშენებლობის პროექტს ინდურ Tata Power-სა და -ს ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.
შუახევიჰესის პროექტის ფარლებში დასაქმებულია 600 საქართველოს მოქალაქე. პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ მიუჯეტში (მოგების გადასახადი – 10%), რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.
“თავისი საქმიანობით ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ამკვიდრებს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. კომპანიას ყოველდღიურად შეაქვს თვისი წვლილი რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საქმეში. შუახევიჰესისპროექტის ფაგლებში კომპანიას სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს 6 000 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ადგილობრივი მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სოციალური პროექტებზე. შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს. შუახევიჰესი’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მთავრობას, ინვესტორ კომპანიებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ხელი მოეწერა შუახევიჰესის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებასა და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულებას. პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ფარგლებში, პროექტის განხორციელების მიზნით IFC-მ 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან 90 მლნ. აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ. აშშ დოლარი IFC-მ გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები