„თუ აქციაზე რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს“

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და შესაძლო პროვოკაციებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
„ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ დაგეგმილ აქციაზე სრულ კომფორტს შეუქმნის „ნაცმოძრაობას“ და ამას დემოკრატიით ხსნის. დემოკრატია ის იქნებოდა, ამ ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება მიდიოდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავენ, ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ამ თემაზე მოკვლევა უკვე დაიწყო ხელისუფლებამ, თუმცა ამაზე არაფერს ამბობენ, შესაბამისად, შესაძლო პროვოკაციებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, რადგან ამ დანაშაულებრივი სინდიკატის სრულ რეაბილიტაციას სწორედ ხელისუფლება ახორციელებს“,- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები