დავით სერგეენკოს ინიციატივით, წამლებზე ქართული ანოტაციის შესახებ კანონპროექტი მომზადდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამლებზე ქართული ანოტაციის დართვის შესახებ კანონპროექტის მომზადებას გეგმავს. მინისტრის განცხადებით, წამლებზე ქართული წამლების ვალდებულება დიდი ხანია არსებობს და ამაში დამატებითი ხარჯები არ მოიაზრება. აღნიშნულ საკითხზე დღეს საკრებულოში შეხვედრები იგეგმება.
“ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ არანაირი დამატებითი ხარჯები არ მოიაზრება. პირიქით, ჩემი აზრით, ეს გარკვეულად „ღია კარის“ მტვრევაა. ნებისმიერ მომხმარებელს აფთიაქში შეუძლია მოითხოვოს ქართულენოვანი ანოტაცია და ეს არის კანონში ჩაწერილი ვალდებულება, ნებისმიერი აფთიაქი უკვე დიდი ხანია ვალდებულია, რომ მისცეს და მათ აქვთ კიდევაც ეს ანოტაციაში. შესაბამისად, მე ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ და საკითხის სიმწვავეც გაუგებარია”,- განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები