მერაბ ჭანუყვაძე ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 თემის მოსახლეობას შეხვდა

მერაბ ჭანუყვაძე ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 თემის მოსახლეობას შეხვდასოფლის კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა გამგებელთან ერთად იმ პრიორიტეტებზე შეჯერდა, რომელიც 2015 წლის ბოლომდე ყველა სოფელში უნდა დასრულდეს. კრებების მთავარი მიზანი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა და მათთან შეთანხმებული პროექტების განხორციელებაა. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტი სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების სწრაფად და და ეფექტურად ათვისებას გეგმავს, თემებში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება. სოფლის კრებებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც გამგებლის წარმომადგენლები, ისე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, გამგებლის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მთავარია, საქმე შედეგისთვის გაკეთდეს და არა საჩვენებლად. თანხების მიზნობრივად განკარგვა კი გრძელვადიან პროექტებზე მოხდება, რისთვისაც სოფლებმა სწორი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. “2017 წლისთვის ჩვენ ყველა დონეზე წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიქნებით. სწრაფად ათვისებული თანხებით, გეგმით გათვალისწინებული, სრულად განხორციელებული პროექტებით და აბსოლუტურად მოწესრიგებული ბაზებით, ამას საფუძველს ყოველდღე ვუყრით”, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სულ 1 342 000 ლარი გამოიყო.სოფლის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და გრძელვადიანი სასარგებლო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები