მერია გარეგანათების ახალ სისტემაზე გადასასვლელად ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის გარეგანათების ახალ სისტემაზე გადასასვლელად, მერია ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს, – ამის შესახებ დღეს, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარეგანათების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ გასული კვირის პარასკევს მოიწონა მერიის მიერ წარდგენილი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი. ნარმანიას ინფორმაციით, გარეგანათების ახალ სისტემაზე გადასვლის მიზნით მერიამ თანხმობა მიიღო, რომ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადოს.
მისი თქმით, განათების ახალ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ელექტროენერგია დაიზოგება. ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას მომავალ კვირაში გამოაცხადებს. თბილისის მერმა კომპანიებს მოუწოდა, ჩაერთონ ამ პროცესში, წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება.