ფილმ „9+1“ -ში სააკაშვილის როლს ნიკოლას ქეიჯი, ივანიშვილისას კი ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს

მხატვრული ფილმის „9+1“ შემოქმედებით ჯგუფსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ნიკოლას ქეიჯი, ივანიშვილის როლს კი ენტონი ჰოპკინსი შეასრულებენ. შემოქმედებითი ჯგუფი აღნიშნულ მსახიობებთან მოლაპარაკებებს ადასტურებს.
რაც შეეხება ქართველ მსახიობებს, უკვე ორი კვირაა ფილმისთვის მსახიობების ქასთინგი რობერტ სტურუას თეატრ-სახელოსნოში მიმდინარეობს. ქასთინგს ორი კოორდინატორი და ერთი ოპერატორი აკვირდება, საბოლოოდ ვიდეოჩანაწერი ფილმის რეჟისორის გოგა ხაინდრავას სამუშაო მაგიდაზე ხვდება.
სხვადასხვა როლებისთვის თითქმის ყველა თეატრის მსახიობი მოსინჯეს. მათ შორის, ნინელი ჭანკვეტაძემ, დიმა ჯაიანმა, ნანა შონიამ და მიშა გომიაშვილმა რეჟისორ გოგა ხაინდრავას თხოვნის შემდეგ, შერჩევა უკვე გაიარეს.
ფილმის „9+1“ გადაღებების დაწყებას გოგა ხაინდრავა სექტემბრიდან გეგმავს.
შეგასენებთ, რომ პოლიტიკური სერიალის, მხატვრული ფილმის გადაღების შესახებ ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები