17 დევნილი ბავშვი ოლიმპიადის ფინალზე დასასწრებად ქალაქ დოჰაში გაემგზავრება

დევნილთა სამინისტროს განცხადებით, 17 დევნილი ბავშვი, ოლიმპიადის ფინალზე დასასწრებად კატარის ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, ქალაქ დოჰაში გაემგზავრება. ისინი ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან სასკოლო ოლიმპიადის ფინალს, დანარჩენ ორ დღეს კი საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კატარის ღირსშესანიშნაობები. აღსანიშნავია, რომ ბავშვების მგზავრობის, ცხოვრების და შიდა გადაადგილების ხარჯებს კატარის მხარე საკუთარ თავზე იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები