თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, ზაზა ვეკუას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნულ სხდომას ქალაქის მერიც უნდა დასწრებოდა და არსებული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ვეკუა საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ვიცე-მერის თანამდებობაზე წარდგენილ დიმიტრი ქუმსიშვილს და მერის მოადგილის პოსტზე დასახელებულ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. ასევე – ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძის, ადმინისტრაციის უფროსად – პაატა ჯაჭვლიანის და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი გურგენიძის კანდიდატურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები