თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონში – დაბა კიკეთის, კოჯორის, სოფელ წავკისის, დიდების, ბეთანიის და კვესეთის მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დღეს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში – პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ონიაშვილის, იმედაშვილის, ქანთარიას, გაგარინის და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დღეს, 13:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – ყაზბეგის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დღეს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.