რეგიონული კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა

  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცველებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონული კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. კონფერენცია ყოველი წლის მარტის თვეში საქართველოში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენას ემსახურება. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და INL-ის წარმომადგენელი მაიკლ ტერნერი. ღონისძიებას ესწრებიან ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები მოლდოვადან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.
კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ 6 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები