სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბენეფიციარები 14 მარტს რაგბის ჩემპიონატს დაესწრებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსბეული სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”, ცენტრის ბენეფიციარები სპორტის სხვადასხვა ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “რაგბის ევროპის ჩემპიონატის” მეოთხე ტურის მატჩს დაესწრებიან, სადაც რუსეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” მონაწილეებისთვის რაგბის კავშირმა 20 ბილეთი გამოყო. მატჩს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. პროექტის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა და მათი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებაა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარი უკვე ტრადიციულად ყველა სარაგბო მატჩს უფასოდ ესწრება, რაც რაგბის კავშირის საჩუქარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები