საქართველოში ახალი ჟურნალი „აზია ენერჯი“ გამოვიდა
საქართველოში ახალი შემეცნებითი ჟურნალი „აზია ენერჯი“ გამოვიდა, რომელიც სტატიებს თანამედროვე ტექნოლოგიების, პროფესიული განათლებისა და ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნებს.
როგორც „კვირას“ ჟურნალის რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა განუმარტა, ”აზია-ენერჯი” თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ასახავს. მისივე თქმით, ჟურნალი ჯერჯერობით კვარტალში ერთხელ გამოვა, ხოლო უახლოეს მომავალში ის ყოველთვიური გამოცემა გახდება.
„ჟურნალი ასახავს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ინვესტიციას საგანმანათლებლო განვითარების მიმართულებით. ასევე, ჟურნალში გამოქვეყნდება სტატიები ლაბორატორიების აღჭურვის, პედაგოგების გადამზადების, სასწავლო ლიტერატურის ბეჭდვასა და ახალი სტანდარტების შექმნის შესახებ. გააშუქებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და დასაქმების პროცესებს. გამოქვეყნდება სტატიები გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.