საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო

  საჯარო სკოლების დირექტორთა, კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 მარტს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, ის პირებიც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს. სერტიფიცირების მიზანია, კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება – ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს ელექტრონული ფორმით ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე: http://directors.mes.gov.ge.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები