ფილმ „პაზოლინის” ჩვენება გაიმართება
მარტს, 19:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ ამერიკელი რეჟისორის, აბელ ფერარას, ფილმის „პაზოლინის” ჩვენება გაიმართება. ფილმი მოგვითხრობს დიდი იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლი პაზოლინის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე – 1975 წლის რომზე, როდესაც პაზოლინიმ „სალო, ან სოდიმის 120 დღის” გადაღება დაასრულა და აღშფოთებული იტალიური საზოგადოება, რომელიც მის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკულად განეწყო. პაზოლინის როლს ამერიკელი მსახიობი უილიამ დეფო ასრულებს. ფილმში აგრეთვე თამაშობენ პიერ პაოლო პაზოლინის საყვარელი მსახიობები, ნინეტო დავოლი (რომელიც რომელიც ეპიფანიოს როლს ასრულებს) და ადრიანა ასტი, მსახიობი რომელიც 60-იან წლებში ბევრ დიდ იტალიელ რეჟისორთან თამაშობდა და ბერნარდო ბერტოლუჩის მეუღლე გახლდათ. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.