ქართული ბენდის „ეგარის“ კონცერტებმა ლატვიაში ანშლაგით ჩაიარა

6, 7 და 8 მარტს, ლატვიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და ლატვიის სახელმწიფო ორგანიზაცია – Latvijas Koncerti-ს სპონსორობით, ლატვიის ქალაქებში – რიგასა და რეზეკნეში გაიმართა ქართული ბენდის „ეგარის“ კონცერტები.
6 მარტს კონცერტს რიგის საკონცერტო დარბაზმა „სპიკერიმ“-უმასპინძლა, რომლის დროსაც მოხდა ქართული ტრადიციული, ქვევრის ღვინის პრეზენტაცია/დეგუსტაცია და ქართული ღვინის შესახებ პროფესიონალი სომელიეს მიერ გაკეთდა პრეზენტაცია.
11039445_822489977800056_807375765_nპრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები და დიპლომატიური კორპუსი. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, რის შემდეგაც გაიმართა მცირე მიღება, სადაც ლატვიის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ლატვიის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის ლატვიის მმართველი კოალიციის ლიდერი და ლატვიის თავდაცვის მინისტრი.
7 მარტს კონცერტი ლატვიის ქალაქ რეზეკნეში ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია მთელი ლატვიის მასშტაბით. ხოლო 8 მარტს კონცერტი გაიმართა ქალაქ რიგაში, დიდი გილდიის ისტორიულ შენობაში. სამივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ლატვიელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.11056828_822489967800057_925630087_n
ლატვიური მხარის მოწვევით, კონცერტებზე დასასწრებად რიგაში იმყოფებოდნენ ასევე ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც, საელჩოს ორგანიზებით, გამართეს შეხვედრები რიგის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და „ლატვიას კონცერტის“ დირექტორთან ბატონ გუნტარს კირსისთან. გაეცნენ რიგის, როგორც ევროპის კულტურის დედაქალაქის გამოცდილებას, როგორც საორგანიზაციო, ისე მარკეტინგული საქმიანობის მხრივ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები