ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები