საკრებულოს დეპუტატები მინი-ფეხბურთში გლდანის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თედო კობახიძე, ზურაბ ნეფარიძე და მანუჩარ მაჩაიძე მინი-ფეხბურთში გლდანის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და დადებითად შეაფასა იმ ადამიანების ცხოვრების სტილი, რომლებიც ძირითად დროს სპორტს უთმობენ.
„მოხარული ვარ, რომ სკოლებში ხშირად ტარდება სპორტული შეჯიბრებები, რაც ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის საწინდარია. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ხელს უნდა უწყობდეს უკეთესი მომავლის მოსვლას და ამის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, ახალგაზრდა თაობის შესაბამისი აღზრდა და ახალგაზრდებისათვის განათლების მიცემა წარმოადგენს. სწორედ ამითაა დღეს გამართული ღონისძიება უაღრესად საინტერესო, ვინაიდან იგი ჯანსაღი თაობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა თედო კობახიძემ.
მინი-ფეხბურთში გლდანის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მუხიანის N175-ე და ავჭალის N120-ე საჯარო სკოლები იბრძოდნენ.
სპორტულ ღონისძიებას, რომელიც გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით გაიმართა, მუსიკალურად ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები აფორმებდნენ. საკრებულოს დეპუტატების გარდა, მინი-ფეხბურთის ფინალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები