განათლებისა და კულტურის კომისიამ საფესტივალო და საკონკურსო ღონისძიებების დაფინანსებაზე იმსჯელა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელეს.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს იმ პროექტებს, რომლებიც საფესტივალო და საკონკურსო ღონისძიებების დაფინანსებას, უმეტეს შემთხვევაში კი თანადაფინანსებას გულისხმობს.
აიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის “მცირე პროზა”, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I ეროვნული კონკურსი,ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი “მერანი”, X საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, თბილისის II საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი, ასევე ყოველწლიური ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტოს” – ეს იმ პროექტთა ჩამონათვალია, რომლებიც აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა” კომისიას წარუდგინა.
ამავე სხდომაზე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა პროექტი, რომელიც შშმ პირების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენის ჩატარების ხელშეწყობას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს საქველმოქმედო ღონისძიების თანადაფინანსების საკითხის თაობაზე იმსჯელეს,რომელიც 2 აპრილს გაიმართება და ბავშვთა და მოზარდთა აუტიზმის მულტიფუნქციური კლინიკის ახალი სივრცის სპეც-ტექნიკით აღჭურვას სულად მოხმარდება. აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს სხდომაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები