“ჯეოსელი“ ბოდიშს იხდის
„ჯეოსელის“ აქციის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ ბილბორდზე გამოჩნდა ე.წ. გეორგიევსკის ლენტის ფოტო წარწერით: “მახსოვს, მე ვამაყობ”. კომპანია „ჯეოსელი“ მათ ბანერზე გამოქვეყნებული აღნიშნული შინაარსის გზავნილის გამო წუხილს გამოთქვამს.
“უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია Deehubs – თან ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე ჩნდება მხოლოდ 20 წმ-ით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს მეილზე ეგზავნება. პირველივე დღიდან პროექტში უამრავი ადამიანი ჩაება და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია პროექტის ავტორის – Deehubs – ის მიერ ხდება. მიუხედავად ამისა, „ჯეოსელი“ პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს „ჯეოსელის“ დამოკიდებულებას და განწყობას“, -აღნიშნავენ “ჯეოსელში“ .