საბერძნეთში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა

საბერძნეთში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით, ათენში საბერძნეთის ფილმების არქივ-მუზეუმის კინოდარბაზში რეჟისორ ზაზა ურუშაძის „ოსკარის“ ნომინანტი ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის უფროსი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა, ეროვნული თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, წამყვანი ბერძენი კინო-კრიტიკოსები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მასმედიის წარმომადგენლები და ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ფილმმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები