გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შავ ზღვაში თევზჭერის საკითხებზე იმსჯელეს

შავ ზღვაში თევზჭერის საკითხებზე იმსჯელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის შეხვედრას მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აბდელა თროური დაესწრნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თევჭერის მიმართულებით ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნასა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების საკითხები ასევე, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის სამოქმედო გეგმის პესრპექტივები განიხილეს.
თევზჭერის გენერალურ კომისიაში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გარდა გაერთიანებულია შავი ზღვის სამი ქვეყანა – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები