„ჯაყო, ხვალ ომი იქნება“ -სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

10, 11, 12 მარტს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის „ჯაყო, ხვალ ომი იქნება“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილია; მხატვარი იკა ავალიანი; კომპოზიტორი მიშა მდინარაძე; ქორეოგრაფი გია მარღანია; რეჟისორის ასისტენტი თამარ ფრუიძე.
„ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ – ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი, მე მას ვეთანხმები და ვხვდები, რომ ეს არაა მე და მისი ინტიმური საიდუმლო, ეს ხომ თითოეული ჩვენგანის ტკივილია. როდესაც ვფიქრობდი, რატომ უნდა დამედგა „ჯაყოს ხიზნები“ – ქართული ლიტერატურის ძეგლი, მაშინ როდესაც ის უკვე დადგმულია და დადგმულია საუკეთესოდ, ვერაფერი მოვიფიქრე და მაინც დავდგი. რატომ იქნება ხვალ ომი? გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის!” – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი (ანტოშკა).
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჯაყო – ბექა გოდერძიშვილი; თეიმურაზი – ნიკა კუჭავა; მარგო – ნინო გაჩეჩილაძე; ქეშელა – ზურა ბერიკაშვილი; გიბო – ონისე ონიანი; პელო – ნინო წულაძე; ჭაპიტონი – ნოდარ დოღონაძე; ნაზი – მაკა შალიკაშვილი; ნინიკა – პაატა ინაური; დავითი – ზაზა იაქაშვილი; მღვდელი ივანე – ალექსი გეწაძე; გვანცა (მღვდლის შვილი) – გვანცა კორშია; პატრიარქი ამბროსი ხელაია – ზაზა გოგუაძე; მიხეილ ჯავახიშვილი – ვალერი კორშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები