“ნაციონალური მოძრაობა” ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ნაციონალური მოძრაობა” მსახიობ ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. “ბატონი ოთარის მიერ შექმნილი მრავალი როლი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. ის იყო პატრიოტი ადამიანი, რომლის ღვაწლი ქვეყნის ისტრორიაში ფასდაუდებელია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები