ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება და სოფელი ხურვალეთი მოინახულა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანიერიმ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება წეროვანს ესტუმრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში ეუთო-ს გენერალური მდივანი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

ლამბერტო ზანიერი პირადად გაესაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და მათგან მოისმინა არსებული პრობლემების თაობაზე.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საჯარო სკოლა მოინახულა, გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობს და სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პირობებს. წეროვანში სტუმრობისას ეუთო-ს გენერალური მდივანი მერაბ ზანგურაშვილის ოჯახსაც ეწვია, გაესაუბრა დევნილთა ოჯახს და გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს.
ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს 8-10 მარტს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ლამბერტო ზანიერი შეხვდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები