ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია

ირმა გიგანმა დანიის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა და ლაურეატი გახდა. პიანისტმა კონკურსზე რევაზ ლაღიძის, ნილსენის, მენდელსონის, ჰაიდნის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა. მასთან ერთად კონკურსში კიდევ ერთი ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნილსენის, რახმანინოვის, ლისტის, შუმანის და რაველის ნაწარმოებები დაუკრა.
ირმა გიგანის საკონკურსო კატეგორიაში სულ 20 პიანისტი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ტაივანიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დანიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან და ლიტვიდან.
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდა 4 ფინალისტი – ალბერტო ფერაო იტალიდან, ირმა გიგანი საქართველოდან, მენ ხენ კიმი სამხრეთ კორეიდან და ფილიპ შოუხერი ავსტრიიდან. კონკურსის გამარჯვებულები სიგელებთან ერთად ფულად პრემიებსაც მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულს 8.000 ევრო გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს – 5.000 ევრო, მესამე ადგილზე გასულს – 3.000 ევრო და მეოთხე ადგილზე გასულს კი – 1.000 ევრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები