კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – პროგრამები და პრიორიტეტები – 2015

დღეს სასტუმრო „რადისონში“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიისა და 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გასული წლის ანგარიში, 2015 წელს განსახორციელებელი პროექტები და ეროვნული სააგენტოს ინიციატივები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიისა და 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ ქვეყნის სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები.
ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ღონისძიებაზე მიწვეულ საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები