საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin 2015
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა. ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 4 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქუთაისის მერია, ასევე სასტუმროები, ტურისტულის სააგენტოები და ავიაკომპანიები მონაწილეობდნენ: Alltours, Georgica Travel, Caucasus Travel, Georgian DMC, Colour Tour Georgia, Explore Georgia, Rixos Borjomi, Omnes Tour, Visit Georgia, Marco Polo Gudauri, Trawellin, Like Georgia, Georgian Events, Georgian Journey, Concord Travel, Exotour, Flyvista, TAV.
ბერლინის გამოფენა-ბაზრობა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ITB Berlin ფოტოგამოფენაში 180-ზე მეტი სახელმწიფოს 10,000-ზე მეტი წარმოდგენილი მონაწილეობდა. გამოფენის საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ კი 200,000-ს გადააჭარბა. გამოფენის პარალელურად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ტურიზმის მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები. გიორგი ჩოგოვაძე სიტყვით გამოვიდა ბერლინის ეკონომიკურ ფორუმზე და ადმინისტრაციის გეგმებზე ისაუბრა. გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. გერმანია, საქართველოში ევროკავშირიდან შემომსვლელი ვიზიტორების მხრივ, პირველ სამეულში შედის. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლიდან 2014 წლამდე გერმანიიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8%-ით, 30 815-დან 33 315-მდე გაიზარდა.