ქართული ანბანის სამ სახეობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

ქართული ანბანის სამ სახეობას, – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა. პროგრამის მთავარი პრიორიტეტები ისტორიული დასახლებების, არქიტექტურული და არამატერიალური კულტურული ძეგლების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება. მოხდება ნოქალაქევის მუზეუმ -ნაკრძალის პროექტირება, რომელიც კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად განხორციელდება. პროექტის ნაწილის დასრულება წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები