ფარულავა სუარს ყველაფერს პატიობს
მსახიობი ია ფარულავა და გიტარისტი ტარიელ სუარი სავარაუდოდ შერიგსნდნენ.
ფარულავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ტარიელ სუარს ყველაფერი ეპატიება.
“გინდ ჩალეწე, გინდ ჩათვერი, გინდ გაგიჟდი მარტშია – მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება”, – წერს ია ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ია ფარულავასა და მისი მეუღლის უთანხმოების მიზეზი ფარულავასა და მისსავე პარიკმახერს შორის სმს-მიმოწერა გახდა. როგორც მისმა მეუღლემ ტარიელ სუარმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, ია ფარულავა მის პარიკმახერთან მეუღლეს დასცინოდა და უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა.