„ქალთა კვირეული“ ზურაბ წერეთლის სახელობის გალერეაში ქალთა ნახატების გამოფენით დასრულდა

„ქალთა კვირეულის ფარგლებში“ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ზურაბ წერეთლის სახელობის გალერეაში ქალთა ნახატების გამოფენა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.
აღნიშნული ღონისძიებით კვირეული დასრულდა, მანამდე კი საკრებულოსა და მერიის ხელშეწყობით კულტურული საღამოები გაიმართა. კვირეული სამ მარტს მთაწმინდის პარკში გამართული კონცერტით გაიხსნა, რომელიც ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო ღონისძიებით გაგრძელდა, ასევე მოეწყო პოეზიის საღამო, გაიმართა რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლისა და რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენება. ღონისძიებებზე მოწვეულნი იყვნენ მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველი ქალბატონები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები