ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა „პრელუდიები“ გაიმართება

12 მარტს, 19:00 საათზე, ART AVENUE -ში ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა „პრელუდიები“ გაიმართება. ლიზი ბუდაღაშვილი 15 წლისაა. მისი შემოქმედება მხოლოდ მხატვრობას არ უკავშირდება, იგი მუსიკოსი და პოეტიცაა. მიიღო არაერთი ჯილდო როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
„…ვფიქრობ, ყველაფერი, რაც იქმნება, სულს გადის; ჯერ შენ აგიფორიაქებს სულს, გაიძულებს რაიმეს შექმნას და მერე ასეთი სახით გადადის მსმენელზე, მნახველზე… რასაკვირველია, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს შენს სულგამოვლილ ნაწარმოებს, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ დედამიწაზეც არის სულთა სამყარო, სულთა კავშირი, რომ არსებობენ მონათესავე სულები, რომელთა შეცნობას სულ არ ჭირდება დიდი ხნის ხორციელი ნაცნობობა, უბრალოდ, დაინახავ თუ არა იცნობ, იგრძნობ რომ შენნაირია, რომ ერთ დროს ალბათ გვერდიგვერდ იყავით, მერე დაშორდით და მერე ისევ აქ შეხვდით. როგორ გათბობს ასეთი სული, როგორ განათებს და როგორ გაფიქრებინებს, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგიჭირდებოდა. და კიდევ, ჩემი აზრით სულს ასაკი არ აქვს, ამიტომ არის ალბათ, რომ პატარები დიდებსაც უგებენ, ან პირიქით… იგი ერთხელ იბადება და არასოდეს კვდება, არც ბერდება…“ – ამბობს ლიზი ბუდაღაშვილი (მარტელი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები