ფილმ „ვირუნგას“ ჩვენება გაიმართება

 

13 მარტს, 18:00 საათზე, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ 2014 წლის დოკუმენტური ფილმის „ვირუნგა“ ჩვენება გაიმართება. ეს არის ფილმის პირველი ჩვენება საქართველოში. ფილმი „ვირუნგა“ ნომინირებული იყო 2015 წლის კინოაკადემიის პრიზზე დოკუმენტური ფილმების სექციაში. ფილმის ერთჯერადი ჩვენების ლიცენზია „ფრონტლაინ კლუბს“ გადაეცა ლონდონის „ფრონტლაინ კლუბის“ საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში.
ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც ფილმის რეჟისორი ჩაერთვება სკაიპის საშუალებით. ფილმის რეჟისორია ორლანდო ფონ აინსიდელი. „ვირუნგა“ – აფრიკის უძველესი ეროვუნული პარკია, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში მდებარეობს. პარკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ასევე, არის სადავო ადგილი მეამბოხეებისთვის. ისინი ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, რომელიც, თავის მხრივ, უზარმაზარ მოგებას ხედავს ამ მიწაში.
ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის ველის გარდა, „ვირუნგა“ ასევე არის ბოლო ბუნებრივი ჰაბიტატი გადაშენების პირას მყოფი მთის გორილებისთვის. რეჟისორი ორლანდო ფონ აინსიდელი მოგვითხრობს 2012 წლის მაისში პარკში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ახლად ჩამოყალიბებულმა M23 მეამბოხეთა ჯგუფმა ომი გამოუცხადა მთავრობის ჯარს.
ფილმი, მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასახავს პარკის თანამშრომლების პირად გამოცდილებას, რომელებიც ემზადებიან იმ ყველაფრის დასაცავად, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორი ორლანდო ფონ აინსიდელი სკაიპის საშუალებით პასუხს გასცემს აუდიტორიის კითხვებს. დისკუსიის მოდერატორია ანა ძიაპშიპა, პროდისური, საქდოკ ფილმი. ჩვენება / დისკუსია იმართება ლონდონის „ფრონტლაინ კლუბის“ საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები