წიგნის „ბნელი კოშკი 2 – სამის გამორჩევა“ პრეზენტაცია გაიმართება
13 მარტს, 19:00 საათზე, სტივენ კინგის წიგნის „ბნელი კოშკი 2 – სამის გამორჩევა“ პრეზენტაცია გაიმართება. ტრადიციულად, ღონისძიება ჩატარდება წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ . საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს მთარგმნელ ნინო შეყილაძესა და რედაქტორ ლალი ბაქრაძეს. ისინი ისაუბრებენ წიგნის შესახებ და უპასუხებენ კითხვებს. გარდა ამისა, „ბნელი კოშკის“ ორივე ტომზე იმ დღეს 25%-იანი ფასდაკლება იქნება.