პროექტის „განათლება გამოგარჩევს“ წარდგინება გაიმართება
10 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება პროექტის „განათლება გამოგარჩევს“ წარდგინება. პროექტის იდეა – სატელევიზიო და საუნივერსიტეტო ველის გაერთიანება განათლების პროპაგანდას გულისხმობს. მსოფლიოში მინდინარე პროცესები ადამიანს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომ მხოლოდ ხარისხიანი განათლებით არის შესაძლებელი თვითდამკვიდრება. ფორმა – პროექტი გულისხმობს მედია აქტივობას, რომლის ფარგლებშიც მოხდება საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმების შექმნა. ფილმებში წარმოჩენილნი იქნებიან როგორც უნივერსიტეტის ლექტორები, ასევე წარჩინებული სტუდენტები. შედეგი – ქვეყანაში განათლებული ადამიანის წარმოჩინება და სწორება -პროფესიონალიზმზე. 10 მარტს წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „ქართული უნივერსიტეტი“. ფილმის ქრონომეტრაჟი – 42 წთ. ფილმში ასახულია ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა და მისი მისია. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრები საზოგადო მოღვაწეები და საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტის წარმდგენები არიან ქართული უნივერსიტეტი და ტელეკომპანია „ერთსულოვნება“.