გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

ჩელიაბინსკში ტრადიციული თეატრალური ფესტივალი ტარდება, სადაც გორის თეატრი 6 მარტს გაემგზავრა. ფესტივალზე ქართველი მსახიობები ცნობილი ევროპელი ავტორის ამელი ნოტომის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „საწვავი“ ითამაშებენ. სპექტაკლის რეჟისორი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლში სამი მსახიობი კახა ბერიძე, სოფი მაიერი და ვახტანგ ჩაჩანიძე მონაწილეობს. სოსო ნემსაძის მიერ დადგმულმა ამ სპექტაკლმა და მასში მონაწილე სამივე მსახიობმა პრიზითეატრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისიებაზე აიღო, რომელიც ბათუმში ჩატარდა. კახა ბერიძემ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო პრიზი, სოფი მაიერს პრიზი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის ნომინაციაში მიენიჭა, ვახტანგ ჩაჩანიძეს კი მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები