როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდები 12 მარტამდე შენარჩუნდება, 12 მარტიდან კი ნალექია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მისი მაქსიმალური მაჩვენებელი 25 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 მარტიდან კი ცალკეულ რაიონებში, უმეტესად, კახეთში წვიმას ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.