თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
როგორც კომპანია “თელასში” აცხადებენ, ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის და ტოლსტოის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და კოჯორის მცხოვრებლებს (ნაწილობრივ).
ნაძალადევის რაიონში აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები