სასჯელაღსრულების N 5-ე ქალთა დაწესებულებაში 8 მარტი აღნიშნეს
სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში ქალმა პატიმრებმა 8 მარტი საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. ქალთა დღე მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალბატონებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა მიულოცეს.„სახელმწიფო მით უფრო ძლიერია, რაც მეტად ზრუნავს ქალებსა და ბავშვებზე, ეს იქნება ციხის კედლებში, თუ მის გარეთ. ჩვენი სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ, რომ ქალ მსჯავრდებულებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თავისუფების აღკვეთით გამოწვეული სიმძიმე, გავაფართოვოთ სარეაბილიტაციო პროგრამები, რომ მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულფასოვან ადამიანებად, ქალებად დატოვონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა.
სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები დამსწრეების წინაშე მუსიკალური და პოეტური ნომრებით წარსდგენენ.
ღონისძიების დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი საჩუქარი – მუსიკალური ცენტრი გადასცა.