ვახტანგ კახიძეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია ვახტანგ კახიძეს მიენიჭა. საქართველოს მუსიკალურ სამყაროს პრემია 13 წელია არ გაუცია. მისი ბოლო ლაურეატი კი 2002 წელს, გარდაცვალების შემდეგ, ჯანსუღ კახიძე გახდა.
პრემია ქართველ დირიჟორსა და კომპოზიტორს ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გადაეცა.
თბილისის სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში სახელმწიფო საგუნდო კაპელა მონაწილეობდა. კონცერტზე შესრულდა ბრამსისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები