კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
7 მარტს, 10:00 საათზე, ქალაქ რუსთავში სასტუმრო Grand Vejini -ში ( გრანდ ვეჯინში) მოეწყობა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები