გამოფენა „Anonymous“ გაიხსნება

10 მარტს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში მხატვარ ეთერ ჭკადუასა და „იდენტობას“ კოლაბორაციული გამოფენა „Anonymous“ გაიხსნება. „ანონიმი გეის ნაამბობი“ – ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ იმ გამოფენას, რომელიც საზოგადოებაში არსებული დუმილით, ჰომოფობიის დონის მაღალი მაჩვენებლით, დისკრიმინაციით და უხილავობით გამოწვეულ პრობლემატიკას გაუსვამს ხაზს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ციფრული პრინტები, ინსტალაციები წერილებით, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ჰომოსექსუალები ყვებიან თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ისტორიებს. სხვადასხვა და მრავალფეროვანი ისტორიების ფონზე, მხატვარს სურს საზოგადოებას აჩვენოს ლგბტ ადამიანების ცხოვრების ის მხარე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამ ისტორიებში კარგად იკვეთება ხანგრძლივი დისკრიმინაციის კვალი, „აკრძალული“ და ჩაკლული სურვილებით გამოწვეული ზიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები