მოსკოვში ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში დასრულდა

მოსკოვში, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო საზოგადოების გარდა მარშს პოლიტიკოსებიც დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მარშზე მობილიზირებული იყო სამართალდამცავთა უპრეცენდენტო რაოდენობა. 16 ათასი სამართალდამცველი დემონსტრანტების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციას სიმბოლური დასასრული ჰქონდა. მარში იქ დასრულდა სადაც რუსი პოლიტიკოსი მოკლეს. ბორის ნემცოვს 3 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები