რაჭაში ფიჭვის ტყე იწვის

რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კვარცხუთთან ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფიჭვის ტყეს გაუჩნდა და ის რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობაც მონაწილეობს.

ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტის ახლოს არ არის, შესაბამისად, ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები