“რუსეთის ინტერვენცია უკრაინელი ერის გამარჯვებით დასრულდება“

 საქართველოს “რესპუბლიკური პარტია“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია იმ უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, რაც პოლიტიკურ პარტიას შეიძლება გააჩნდეს, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და მხარდაჭერისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამასთან, ქართველი “რესპუბლიკელები“ დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპაში უკრაინის სახელმწიფოს ინტეგრაციის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს და რუსეთის ინტერვენცია მარცხით და უკრაინელი ერის გამარჯვებით დასრულდება.
“საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმ უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, რაც პოლიტიკურ პარტიას შეიძლება გააჩნდეს, ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და მხარდაჭერისთვის. ოფიციალურად მივმართავთ იმ გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა წევრიცაა საქართველოს რესპუბლიკური პარტია – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) და ლიბერალ ინტერნაციონალს (LI), გამოიყენონ საკუთარი ავტორიტეტი როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე თავის ქვეყნებში, რათა ამ მძიმე დღეებში გადაიდგას უფრო ქმედითი ნაბიჯები რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ, უკრაინის სახელმწიფოს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში ვერაფერი შეაჩერებს. რუსეთის ინტერვენცია დასრულდება მარცხით და უკრაინელი ერის გამარჯვებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები