„გვირეკავდნენ „ეკა კვესიტაძეები“ – „უტიაშვილები“ – „სააკაშვილები“ და სიკვდილით გვემუქრებოდნენ“

7 ნოემბრის დღეებში და მერე მთელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, დღეში რამდენჯერმე – მეც, და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოპოზიციასთან გვქონდა ურთიერთობა, გვირეკავდნენ “ეკა კვესიტაძეები” – “უტიაშვილები” – “სააკაშვილები” და სიკვდილით გვემუქრებოდნენ – ასე ეხმაურება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კოკა ყანდიაშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას, რომ მას კანონიერი ქურდები ემუქრებიან და “საქმეს ურჩევენ“.
“ეკა კვესიტაძე: – “მირეკავენ კანონიერი ქურდები და საქმეს მირჩევენ….. მიყვირიან უხეშად…… მინდა ვთხოვო შსს-ს – ყველაფერი გააკეთეთ, რომ გამოიძიოთ ეს საქმე!!! პ.ს. 7 ნოემბრის დღეებში და მერე მთელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, დღეში რამდენჯერმე – მეც, და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოპოზიციასთან გვქონდა ურთიერთობა, გვირეკავდნენ “ეკა კვესიტაძეები” – “უტიაშვილები” – “სააკაშვილები” და სიკვდილით გვემუქრებოდნენ. შვილების სიკვდილით. ოჯახის ამოხოცვით, დაშინებით, ლანძღვით და გინებით. სამსახურიდან ყრიდნენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ვისაც ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდა ოჯახში, იჭერდნენ… დილით – ნაშუადღევს და შუაღამისას….. ეს არ მთავრდებოდა ოქტომბრიდან და თებერვლამდე 2007-2008 წლებში. მაშინ შსს-ს მიმართეს არა მხოლოდ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, არასამთავრობოებმა, ჟურნალისტებმა და პარლამენტის დეპუტატებმა, – პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც, საელჩოებმაც სთხოვეს თავად ვანოს და მიშას – მაგრამ, სააკაშვილის პოლიტიკურმა შსს-მ ვერც ერთი ნომერის მფლობელი ვერ დაადგინა, არადა შტაბის სხდომაზე, ერთი 30 ადამიანი ვიყავით და თათბირის დროს – ერთი და იგივე ნომრებიდან გვირეკავდნენ ერთი და იგივე ადამიანები ერთნაირი მუქარის ტექსტებით“, – წერს კოკა ყანდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები