ოკუპაციის მსხვერპლთა პატივის მისაგებად, შს სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივის მისაგებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა. დილიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა ასევე დაშვებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასა და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზეც. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები